პროგრამირების საფუძვლები C# ენაზე

კურსის ავტორი: ნიკა ჩხარტიშვილი
Best seller
volume-img

ქართული

ბოლო განახლება 30.03.2022

კურსის განმავლობაში განხილულია საბაზისო საკითხები, რომლებიც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მომავალში გაიღრმავოთ ცოდნა C# ენის მიმართულებით. კურსი იქნება კარგი სტარტი დამწყები პროგრამისტებისათვის, რადგან იგი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითაც, რომელთა მიზაინც თეორიული ცოდნის უკეთ გააზრება და მათი გამოყენებაა.

რას ისწავლი კურსის გავლის შემდეგ

  • კოდის წერას C# - ზე

  • თუ რატომ ღირს C# ენასთან მუშაობა

  • იმ გარემოს სადაც მოგიწევთ კოდის წერა

  • როგორაა არქიტექტურულად მოწყობილი C# და რას ნიშნავს ზოგადად .NET არქიტექტურა

  • რა არის კონსოლი და როგორ მუშაობს იგი

  • რა არის გამონაკლისები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოყენება C# -ში

  • პროგრამირებისათვის საჭირო კონსტრქუციებს რომლებიც სხვა ენებშიც აქტიურად გამოიყენება

სილაბუსი

13 თავი 23 ლექცია 6 საათი და 6 წუთი

რატომ უნდა ვისწავლოთ და რა სფეროებს მოიცავს C#

9 წუთი

სამუშაო გარემოს გამართვა

5 წუთი

როგორია C#-ის არქიტექტურული აგებულება,რა განსხვავებაა დაბალი დონისა და მაღალი დონის პროგრამირების ენებს შორის

9 წუთი

Visual Studio-ს განხილვა და პირველი პროგრამა C#-ზე

11 წუთი

კოდის შესრულების თანმიმდევრობა და ენის სინტაქსი

27 წუთი

ცვლადი და კონსტანტა

18 წუთი

ლიტერალები და დარეზერვებული სიტყვები

15 წუთი

მონაცემთა ტიპები და ფსევდონიმები

32 წუთი

9.კონსოლში ინფორმაციის შემოყვანა და მათი ბეჭდვა

23 წუთი

არითმეტიკული ოპერაციები და ოპერატორები

23 წუთი

საბაზისო მონაცემთა ტიპების გარდაქმნა.გარდაქმნა ცხადი და არაცხადი სახით.არითმეტიკული გადავსება და მონაცემთა დაკარგვის საფრთხე

19 წუთი

გამონაკლისების მართვა

9 წუთი

If else კონსტრუქცია და შედარების ოპერატორები

26 წუთი

ტერნარული ოპერატორი

18 წუთი

Switch კონსტრქუცია

9 წუთი

ციკლი

26 წუთი

დავალება ციკლების თემაზე

16 წუთი

მასივი

23 წუთი

დავალება მასივის თემაზე

19 წუთი

ფუნქციები ანუ მეთოდები

17 წუთი

საშინაო დავალება ფუნქციების თემაზე

6 წუთი

თვალთახედვის არე

5 წუთი

დასასრული

1 წუთი

კურსის აღწერა

კურსის მიზანია, მსმენელს მიაწოდოს საბაზისო ინფორმაცია C# ენის შესახებ და არამხოლოდ. კურსის განმავლობაში შეისწავლით, თუ რატომ ღირს C# ენასთან მუშაობა, გაეცნობით იმ გარემოს, სადაც მოგიწევთ კოდის წერა, აგრეთვე თეორიულად შევეხებით იმას, თუ როგორაა არქიტექტურულად მოწყობილი C# და რას ნიშნავს ზოგადად .NET არქიტექტურა, რა ადგილი უჭირავს მას თანამედროვე ტექონოლიგურ სამყაროში და რა შესაძლებლობებს ხსნის იგი ჩვენ წინაშე. ამის შემდეგ გადავალთ უშუალოდ კოდის წერაზე, გავეცნობით ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა მონაცემთა ტიპები, ცვლადები, ფსევდონიმები და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, მუშაობა მოგვიწევს კონსოლის გარემოში, ამიტომ გავიგებთ, თუ რა არის კონსოლი და როგორ მუშაობს იგი. აგრეთვე გავიგებთ, თუ რა არის გამონაკლისები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოყენება C# -ში. შემდეგ შევისწავლით პროგრამირებისათვის საჭირო კონსტრქუციებს, რომლებიც სხვა ენებშიც აქტიურად გამოიყენება, ესენია მაგალითად: ლოგიკური კონსტრუქციები, ციკლები მასივები, ფუნქციები და ა.შ. თითქმის ყოველი ვიდეოს შემდეგ მოცემული გექნებათ პრაქტიკული დავალება, რომელიც აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა შეასრულოთ. მოცემულ დავალებებს თავად შევასრულებ ვიდეოში და ავხსნი. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ უკეთ გაიზაროთ ის თეორიული საკითხები, რომლებსაც კურსის განმავლობაში გამოვიყენებთ.

კურსისთვის საჭიროა

  • ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი

  • Visual Studio

ლექტორი

ნიკა ჩხარტიშვილი

ლექტორი

  • 5

    ლექტორის შეფასება
  • 1

    კურსი
მაჩვენე ნაკლები მაჩვენე მეტი

მე ვარ ნიკა ჩხარტიშვილი, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი და ამ მიმართულების ლექტორი. მაქვს მრავალფეროვანი გამოცდილება დეველოპმენტის სფეროში, ვმუშაობ ვებ ტექნოლოგიებზე, როგორც Front - ის, ასევე Back - ის მხარეს. ჩემი კურსებიდან სრულყოფილად შეძლებთ დაეუფლოთ პროგრამირების სხვადასხვა ენებს და შეძლოთ დამოუკიდებლად იმუშაოთ სხვადასხვა საშუალო თუ დიდი კომპანიებისთვის, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე.

მსგავსი კურსები

119.00 ₾

Scratch - ვიზუალური პროგრამირების კურსი

დეველოპმენტი

კურსის ავტორი:

ნიკა ჩხარტიშვილი

ბოლო განახლება

30.03.2022
best seller

პროგრამირების საფუძვლები C# ენაზე

კურსის განმავლობაში განხილულია საბაზისო საკითხები, რომლებიც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მომავალში გაიღრმავოთ ცოდნა C# ენის მიმართულებით. კურსი იქნება კარგი სტარტი დამწყები პროგრამისტებისათვის, რადგან იგი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითაც, რომელთა მიზაინც თეორიული ცოდნის უკეთ გააზრება და მათი გამოყენებაა.

139.00 ₾

229.00 ₾

  • 23 ლექცია

  • 6 საათი და 6 წუთი

  • 13 თავი

  • შესაძლებელია მობილურით ყურება

  • აუდიო:

    ქართული
  • ტიტრები:

    ქართული
  • დონე:

    დამწყები
  • შეუზღუდავი წვდომა კურსზე

  • სერტიფიკატი